მარია ზახაროვა ევროპელ ლიდერებს: არ არის საჭირო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა

მარია ზახაროვა, ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნისა და დაკავებული ატივისტების გათავისუფლებას უკავშირდება.

„არ არის საჭირო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. უმჯობესია, ყველა საკუთარი პრობლემებით დაკავდეს. დამიჯერეთ, ამ ქვეყნებს საკუთარი პრობლემა ცოტა არ აქვთ. მათი განცხადებები თითქოს კოპირებულია, ეს ან რეალობისგან სრული მოწყვეტაა და იმის უცოდინრობა, თუ რაზე იყო დღეს საუბარი სასამართლოში, ან უბრალოდ პოლიტიკური ანგაჟირება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ მედიის წარმომადგენლებთან.

სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.

ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავებოდა.