"მოსკოვმა ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპები დაარღვია ნავალნის საქმის განხილვის პროცესში", - აცხადებს ზაიბერტი.
შტეფან ზაიბერტის თქმით, გერმანია ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გაივლის.
ევროპის ლიდერები რუსეთს ოპოზიციონერის დაკავებისთვის აკრიტიკებენ.
"ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალიან შორსაა კანონის უზენაესობის ნებისმიერი სტანდარტისგან", - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.
ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავებოდა.