უკრაინა შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მან გააფრთხილა რუსეთი, რომ კრეისერი Москва-ს ჩაძირვის მსგავსი ინციდენტი შეიძლება, განმეორდეს.
„მეორე მხარეს ახალ სიურპრიზს ვთავაზობთ. ჩვენ უბრალოდ ველოდებით შესაფერის მომენტს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
„ძალიან მინდა გაგიზიაროთ ის დეტალები, რომლებიც კარგად ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს შეთანხმება უკრაინის ფლოტის მეთაურთან. ახლა ყველა დეტალს ვერ გავამხელთ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
Moskva მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ხომალდია, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაიძირა.