ავსტრიის მთავრობაში ევროკავშირისა და კონსტიტუციის საკითხებში მინისტრმა კაროლინ ედშტადლერმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დააპატიმრებენ იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში ეწვევა.
მისი თქმით, ავსტრია შეასრულებს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
- 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს.
გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა.