გერმანიის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა.
კერძოდ, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ვიეირა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გამომ დაპატიმრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
კითხვას, შეიძლება თუ არა პუტინის დაპატიმრება ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შემდეგი პასუხი გასცა: „ნებისმიერს, ვინც მიდის ICC-ის წევრ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, ეს ეჭვგარეშეა.
მინისტრის თქმით, ბრაზილია პატივს სცემს და ემორჩილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
ვიეირამ ასევე დაადასტურა ბრაზილიის პოზიცია, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
- 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს.