დმიტრო კულება: შავი ზღვა NATO-ს ზღვად უნდა იქცეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს NATO-ს ზღვად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, რომ სიტუაცია გაუარესდეს თუ უგულვებელყოფ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი წლებია, ქმნის.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის იყენებდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას.

დმიტრო კულებას განცხადებით, როცა 2008 წელს, შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი დახურა, რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას. კულებას შეფასებით, ვილნიუსში, NATO-ს წლევანდელი სამიტი კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.

საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა ერთ სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა, დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ „საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი დიდისთვის. იმპერიალისტური ომი დასრულებული, იალტის მორიგი კონფერენციის გამართვის მიზნით ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.