ნავალნის საკითხზე, ევროკავშირის მიერ რუსეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ, ჯოზეფ ბორელი მოსკოვს ეწვევა

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, მოსკოვში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩადის.

ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისა და რუსეთის მასშტაბით დემონსტრანტების დაკავების ფონზე, ჯოზეფ ბორელი მოსკოვს "მკაფიო გზავნილებით" ეწვევა. წერს Republic World-ი.

„ნავალნისადმი რუსეთის ქმედება და დემონსტრაციების ჩახშობა მთავარი თემებია რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ბორელის შეხვედრის დროს. ეს 2017 წლის შემდეგ ბორელის მოსკოვში პირველია ვიზიტია. რუსეთის ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩიზოვის თქმით, ბორელის ვიზიტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობას ხელს შეუწყობს“, - წერს გამოცემა.

რუსეთში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებისთვის.

სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.