ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურმა 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშში ჩინეთს უდიდეს საფრთხე უწოდა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ჩინეთს მიიჩნევს, პეკინი სამხედრო ამბიციებით ცდილობს, უკანონოდ ჩაიგდოს ხელში ჰოლანდიური და სხვა დასავლური ტექნოლოგიები.
დაზვერვის თანახმად, ჩინეთის მთავარი სამიზნეა, ჰოლანდიური მწარმოებელი ASML, რომელიც მსოფლიოში ლითოგრაფიული აპარატების მთავარი მიმწოდებელია და გამოიყენება კომპიუტერული ჩიპების დასამზადებლად. მისთვის ჩინეთი სიდიდით მესამე ბაზარია.
8 მარტს, ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დააწესოს საექსპორტო შეზღუდვები ნახევარგამტარულ ტექნოლოგიებზე აშშ-ის შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც 2022 წლის ოქტომბერში დაწესდა და მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ საკუთარი ნახევარგამტარების წარმოების თავიდან აცილებას.