აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, გააგრძელოს თურქეთისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის პაკეტის მიყიდვა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესის კომიტეტების ლიდერებმა ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არაოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადეს, ამბობენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები. ამის შესახებ Reuter-ი წერს.
უფრო დიდი შეთანხმება, მილიარდობით დოლარის F-16-ების შესყიდვის შესახებ, კონგრესში მუდმივი წინააღმდეგობის ფონზე ბუნდოვანი რჩება.
დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს თავდაცვის შეთავაზებულ ტრანსფერებზე ან გაყიდვებზე, ვიდრე ამის შესახებ კონგრესს ოფიციალურად არ აცნობებენ.
ამ მიყიდვის დამტკიცება არ ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდი გარიგება მიიღებს მწვანე შუქს კონგრესისგან, რადგან ამერიკელი კანონმდებლები ეძებენ გარანტიას თურქეთისგან იმ საკითხებზე, რომლებიც NATO-ს გაფართოებას სცილდება. კერძოდ, ეს საკითხები მოიცავს საბერძნეთთან დაძაბულობის სამუდამოდ განმუხტვას, ჩრდილოეთ სირიაში შეჭრისგან თავის შეკავებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარებას, აცხადებენ წყაროები.