რუსეთსა და აშშ-ის შორის ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება 5 წლით გახანგრძლივდა

რუსეთმა და აშშ-მა ბირთვული იარაღის კონტროლის გახანგრძლივებას ხელი მოაწერეს.ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენის თქმით, ახალი ხელშეკრულების 5 წლით გახანგძლივება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს".

აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ხელშეკრულების განახლებით, შტატებმა აჩვენა, რომ მას სურს შეიარაღების უფრო ეფექტური კონტროლის მიღწევა.

ხელშეკრულების განახლების შესახებ ინფორმაცია ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა პუტინს განიარაღების ხელშეკრულების(New START) ვადების გადაწევა შესთავაზა.

მოგვიანებით კი რუსეთის დუმამაც დაუჭირა მხარი გახანგრძლივებას.

ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ START-ის ხელშეკრულება 2026 წლის 5 თებერვლამდე იმოქმედებს.