მიანმარში Facebook-ი დაბლოკეს

მიანმარში სამხედროებმა Facebook-ი დაბლოკეს. ინფორმაციას AP News-ის ავრცელებს.

სოციალური ქსელში გავრცელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწოდებებისთვის, მიანმარის სამხედრო ძალებმა გადაწყვიტეს Facebook-ის დაბლოკვა.

ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა.

სამხედრო ტელევიზიის ცნობით, გადატრიალებისას სამხედრო ძალებმა ქვეყნის მაღალჩინოსნები, "ნოემბრის არჩევნების გაყალბებისთვის" დააკავეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო მიანმარის სამხედრო გადატრიალება და მიანმარის ლიდერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუ ჩის დაკავება. ბაიდენმა აღნიშნულ ქმედებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.