დანია და ნიდერლანდები ერთობლივად შეიძენენ Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს უკრაინას 2024 წლის დასაწყისისთვის გადასცემენ, იტყობინება დანიის სამაუწყებლო კორპორაცია 20 აპრილს. დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დანიის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 80 ტანკი გადაეცემა.
პულსენის თქმით, ეს დაპირება დანიას აქცევს „ერთ-ერთ ქვეყნად, რომელმაც უკრაინას ყველაზე მეტი ტანკი გადასცა“.