ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პოლონეთის, ჩეხეთსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებს მატეუშ მორავეცკის, პეტერ ფიალასა და ედუარდ ჰეგერს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ NATO-მ უკრაინის წევრობის მკაფიო გზა უნდა განსაზღვროს, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, იქამდე კი, მზად უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგინოს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის უკრაინას „ნაცრისფერი ზონის“ სტატუსს. თავის სტატიაში პრემიერები საუბრობენ, რომ 2008 წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ისევე როგორც საქართველოს მომავალი NATO-ს წევრობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.
პრემიერ-მინისტრები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების დაგეგმა ნაადრევი არ არის, რადგან მთავრობის მეთაურების განმარტებით, არ იქნება უკრაინის მდგრადი აღდგენა და ინვესტიციები, თუ უკრაინას შესაძლებლობა არ ექნება დაიცვას საკუთარი თავი მორიგი აგრესიებისგან.
სამი ქვეყნის პრემიერები მიიჩნევენ, რომ ვილნიუსში NATO-ს მორიგ სამიტზე, მას მოუწევს რთულ თუმცა გარდაუვალ კითხვებზე პასუხის გაცემა ალიანსის მომავალთან დაკავშირებით, მათ შორის მის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და რუსეთთან ურთიერთობის მომავალ სტრატეგიასთან დაკავშირებით.
„ახლა დადგა დროა აალიანსისთვის განსაზღვროს მკაფიო და საიმედო გზა უკრაინის წევრობისთვის, თუ და როცა კიევი მოისურვებს და როცა მას მისცემს ამის საშუალებას გარემოებები. იქამდე კი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უზრუნველვყოთ მისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას უკრაინას გახდეს „ნაცრისფერი ზონა“, - ნათქვამია სტატიაში.