საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, გადაყვანილი არიან სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში.
"ქართველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს პერიოდში მათ ეგვიპტეში გადაიყვანენ. ეგვიპტიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საელჩოების ჩართულობით, ჩვენი პარტნიორების, კომპანიების აქტიური ჩართულობით ეს ევაკუაცია წარმატებულად განხორციელდა და არცერთი საქართველოს მოქალაქე, დღეს, ამ მომენტისთვის, სუდანში არ იმყოფება", - თქვა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს.