NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში დაპირებული სამხედრო ტექნიკის 98%-ზე მეტი გაგზავნეს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ეს ნიშნავს 1550-ზე მეტ ჯავშანმანქანას, 230 ტანკს და სხვა აღჭურვილობას, მათ შორის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მოკავშირეებმა მილიარდობით დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს უკრაინას. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოუყო 71 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინას, დიდმა ბრიტანეთმა - თითქმის ათი მილიარდი, გერმანიამ - შვიდზე მეტი.
სხვა ქვეყნების დახმარება ნაკლებია. რუსეთის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს კომენტარი დასავლეთის ქვეყნების უკრაინის დახმარებაზე. მათი აზრით, უკრაინას იარაღის მიწოდებით NATO „ცეცხლს ეთამაშება“.
დასავლეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დიალოგის მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის, კიევის სამხედრო დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი გათვლებით, მოლაპარაკების ალბათობა მოითხოვს სწორედ რომ უკრაინას ჰქონდეს აუცილებელი სამხედრო ძალა. ამან კი, პრეზიდენტ პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ კიევი გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე.