ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა დღეს საღამოს აღაიანში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.პროტესტი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გახელაძის ოჯახი ხელისუფლებისგან დაკავებულის გასათავისუფლებლად უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმას მოითხოვს.
ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე.
დღეს, 5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს ორივე წაყენებულ ბრალდებაში - „სამართალდამცველზე თავდასხმასა“ და „საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“.
დღესვე აქცია იყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
ამავე თემაზე: ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.