2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 102%-ით გაიზარდა, - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-მარტის თვის შემოსავლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ. 2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით, ასევე, გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.