მარტში, იუანი ჩინეთში ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ვალუტა გახდა. იუანმა პირველად გადაუსწრო დოლარს. Reuters-ის ცნობით, ეს ოფიციალურმა მონაცემებმა დაადასტურა, რაც ასახავს პეკინის ძალისხმევას, იუანის გამოყენების ინტერნაციონალიზაციისკენ.
იუანში ტრანსსასაზღვრო გადახდები და შემოსავალი მარტში, რეკორდულ 549,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
იუანი გამოიყენებოდა ყველა ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციის 48,4%-ში, ხოლო დოლარის წილი 48,6%-დან 46,7%-მდე შემცირდა. ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე, კაპიტალის ანგარიშებს.