უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების მიერ გასროლილი 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული 18 ფრთოსანი რაკეტიდან 15 გაანადგურეს. მისი თქმით, რუსულმა ძალებმა 18 Х-101/Х-555 ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.

„დაახლოებით 02:30 საათზე, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას სტრატეგიული ავიაციის ცხრა „ტუ-95“ თვითმფრინავით ოლენეგორსკის ტერიტორიიდან და ორი „ტუ-160“ თვითმფრინავით -კასპიის ზღვის რეგიონიდან“, - დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“.