გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა დასრულდა

დღეიდან, პირველი მაისიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე შვეიცარია იქნება.

შვეიცარია, რომელმაც როტაციის წესით რუსეთი შეცვალა, საბჭოს ერთი თვით უხელმძღვანელებს.

გაეროში შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა პასკალ ბერისვილმა მედიას განუცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის პერიოდში შვეიცარია იმოქმედებს მისი, როგორც შუამავლის და დიალოგის ხელშემწყობის რეპუტაციიდან გამომდინარე.

გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან 10 პერიოდულად იცვლება. საბჭოში 5 მუდმივი წევრია: რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.