ირანის საელჩომ რიადში, ისევე როგორც ირანის გენერალურმა საკონსულომ და ირანის წარმომადგენლობამ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განაახლეს მუშაობა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის სამმა წარმომადგენლობამ - საელჩომ რიადში, გენერალურმა საკონსულომ და ირანის წარმომადგენლობამ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ჯედაში - ჩვეულ რეჟიმში დაიწყეს მუშაობა“, - ციტირებს რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის სიტყვებს.
მისივე თქმით, ეს ამ წარმომადგენლობითი ოფისების მუშაობის განახლების მხოლოდ პირველი ეტაპია.