უკრაინას ისრაელიდან 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდა

უკრაინა-ისრაელის ასოციაციამ NEXUS-მა, რომელიც ისრაელშია დაფუძნებული, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, უკრაინას 130 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილემ, ოლენა კონდრატიუკმა Facebook-ზე დაწერა.

ამ დახმარებას შორის არის 10 ტონაზე მეტი აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამაშველო სამსახურისთვის, ასევე, ორი სასწრაფო დახმარების მანქანა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება.