1-3 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ.
ილია დარჩიაშვილი შეხვდება ისრაელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.