ბულგარეთში გენერალური პროკურორის კორტეჟზე შესაძლო თავდასხმის ფაქტს იძიებენ

ბულგარეთის ხელისუფლებამ შექმნა ოპერატიული შტაბი შსს-სა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა გამოიძიოს ქვეყნის გენერალური პროკურორის, ივან გეშევის კორტეჟთან დაკავშირებული ინციდენტი.

მანამდე, მედია წერა, რომ ბულგარეთში, სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე, გენერალური პროკურორის ივან გეშევის კორტეჟს ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირებმა დაუდეს. ბომბი ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ინფორმაციისთვის, გენერალური პროკურორი ივან გეშევი პარასკევს უკრაინასა და მოლდოვაში იმყოფებოდა.