რუსი დამპყრობლები მიიღებენ უკრაინის პასუხს ყოველ თავდასხმაზე და უკრაინელი მეომრები ამას უზრუნველყოფენ ყოველდღე და ყოველ ღამით. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან, რათა უკრაინის ცა კიდევ უფრო საიმედოდ იყოს დაცული.
- მხოლოდ წუხელ, შუაღამიდან დილის შვიდ საათამდე მოვახერხეთ 15 რუსული რაკეტის ჩამოგდება. მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველა მათგანის. ჯერ ყველა არა.
„მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ჩვენს პოზიციებს, იგერიებენ რუსეთის თავდასხმებს, ეხმარებიან პოზიციებზე მახლობლად მყოფ თანამემამულეებს და მაქსიმალურად ანადგურებენ ოკუპანტს. რაც უფრო ზუსტები არიან უკრაინელები, რაც უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინელები ერთმანეთს, მით უფრო სწრაფად განადგურდება რუსული ბოროტება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.