ბრიანსკის ოლქში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რკინიგზაზე მეორე აფეთქება მოხდა.
მსხვერპლი არ არის.
რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა, რომ სნეჟეცკაიას სადგურის რაიონში ამოუცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
„ადგილზე მუშაობენ საქალაქო სახანძრო ბრიგადები, გაგზავნილია ასევე, სახანძრო მანქანა და ორი სარემონტო მატარებელი“, - ნათქვამია „რუსეთის რკინიგზის“ განცხადებაში.
„რუსეთის რკინიგზამ“ ასევე განაცხადა, რომ ელმავალი და 20-მდე სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
ღია აალება არ არის, მოძრაობა სნეჟეცკაია-ბელიე ბერეგის მონაკვეთზე შეჩერებულია.
თავის მხრივ, ტელეგრამ არხი წერის, რომ ამობრუნებული ვაგონებიდან, სავარაუდოდ, გოგირდი და ნიტრატი დაიღვარა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო გადავარდნილ ვაგონებსა და დაღვრილ ნივთიერებებს აცივებს. „ბაზის“ ინფორმაციით, რკინიგზის ლიანდაგზე ერთდროულად სამი აფეთქება მოხდა.
პირველ მაისს ბრიანსკის ოლქში აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავიდა.