1 000 ლარიანი ჯარიმა - გაფრთხილება პარლამენტში არშესულ დეპუტატებს

პარლამენტში არშესულ დეპუტატებს დეკლარაციის შევსებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებზე აფრთხილებენ.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ შესაბამისი შეტყობინება მიუვიდა.

საჯარო სამსახურის ბიუროსგან მიღებული შეტყობინების თანახმად, თუ ის არ შეავსებს დეკლარაციას, 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.

პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. „ქართული ოცნება" არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ქმნის. ოპოზიცია ბოკიკოტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცვლის. ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ პარლამენტში შევიდა, რადგან 2020 წლის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები

მანამდე, „მოქალაქეებმა“ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩვენების შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა და პარლამენტში შესვლაზე უარი განცხადა. მოგვიანებით ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების და გარკვეული საარჩევნო ცვლილებების შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზე დათანხმდებოდა. საარჩევნო ცვლილებების შესახებ მემორანდუმი „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ რამდენიმე დღის წინ გააფორმეს.