ნიდერლანდები პარტნიორებთან ერთად განიხილავს უკრაინაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ვარიანტებს, ამ საკითხში არანაირი ტაბუ არ არსებობს. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ჰააგაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ, ალექსანდრ დე კროოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კერძოდ, რუტეს თქმით, უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს.
„ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან - ბელგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, დანიასთან და სხვებთან, რათა ეს დისკუსია დასრულებამდე მივიყვანოთ. ეს სენსიტიური საკითხია. დრო გვჭირდება საერთო დასკვნამდე მისასვლელად, მაგრამ ჰაუბიცები ახლა უკრაინაშია და ლეოპარდ 2-ის ტიპის ტანკები უკრაინას უკვე მიეწოდება", - განაცხადა რუტემ.