გაეროს დამოუკიდებელმ ექსპერტმა დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის ხელშეწყობის საკითხებში ლივინგსტონ სევანიანამ 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში მომზადებული წინასწარი ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ Europetime-ს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიდან (UN OHCHR) აცნობეს.
ვიზიტის ფარგლებში გაეროს ექსპერტი შეხვდა ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, შეაფასა ქვეყნის შედეგი მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყნის ძალისხმევა განვითარების უფლების უზრუნველყოფაში, ახალგაზრდების მონაწილეობა გლობალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათი ჩართულობა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე ეწვია ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზს, და შეისწავლა ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყნის ამ ნაწილში არსებულ რეგიონებში.
ლივინგსტონ სევანიანა საქართველოში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს, ადამიანის უფლებათა საბჭოს 2023 წლის სექტემბერში წარუდგენს.
ვიზიტის განმავლობაში გაეროს ექსპერტი, რომელიც მთავრობის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, შეხვდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანტიკორუფციული ბიუროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს, საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ხურვალეთში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებს.
პარლამენტის წევრებს: ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეებს.
განცხადებას, რომელიც ვიზიტის საწყის მიგნებებს ეხება, მოჰყვება სრული ანგარიში თავისი სიღრმისეული ანალიზითა და შეფასებით, დაკვირვებით, დასკვნებითა და რეკომენდაციებით. ანგარიში, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებათა საბჭოს 54-ე სხდომას წარედგინება, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
„სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გამართული შეხვედრებისას, საშუალება მომეცა, გამემართა მსჯელობა ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით პროგრესის მიღწევაში საქართველოს წვლილის ირგვლივ. გარდა ამისა, ასევე მომეცა შესაძლებლობა, მემსჯელა ცენტრალურ და რეგიონულ დონეებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებაც. ვიზიტის ფარგლებში ვიმჯელეთ სამართლიანი ვაჭრობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ირგვლივ.
რაც შეეხება თემატურ ანგარიშს, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭოს ვიზიტის ამსახველ ანგარიშთან ერთად წარედგინება, მე მონაწილეობა მივიღე განხილვებში ეროვნულ და მთავრობათაშორისო დონეებზე ახალგაზრდობის მონაწილეობის საკითხების შესახებ“, - განაცხადა გაეროს ექსპერტმა.
რაც შეეხება წინასწარ ანგარიშს, მას უცვლელად გთავაზობთ:
ზოგადი კონტექსტი
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ რამდენიმე შეიარაღებული კონქფლიქტი გამოიარა. ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისთვის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე. „ხუთდღიანი ომის“ შემდგომ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან მოყოლებული საქართველომ დიდსულოვანი ნაბიჯები გადადგა შეთანხმების პირობებისა და შესაბამისად, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა დაცვის, ასევე, კონფლიქტის შემდგომი პრევენციის მიზნით ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის აუღიარებლობის მიუხედავად. ამ ტერიტორიებზე წვდომა ჯერ კიდევ შეზღუდულია.
საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტების რატიფიკაციისა და გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობის წარმატებული ისტორია გააჩნია. ქვეყანამ არაერთხელ დაადასტურა მზაობა მდგრადი განვითარების მიზნებისა და 2030 დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამ დრომდე არ მომხდარა იძულებითი გაუჩინარებისა და მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახების წევრების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება.
საქართველო ასევე გაწევრიანებულია რიგ რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორისაა, ევროსაბჭო, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. გარდა ამისა, საქართველომ შეიმუშავა სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), თანამშრომლობის ჩარჩოები. მისია სამოქალაქო ხასიათისაა და ის 2008 წლიდან მუშაობს აფხაზეთსა და ცხინვალთან/სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი თემების უსაფრთხოების აღდგენისა და მათი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების მიზნით.
ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება
ზოგადად, საქართველოში მშვიდობიანი გარემოა. ქვეყანამ მიაღწია პროგრესს უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართულებით, მიუხედავად ახლო წარსულში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტებისა. მსურს ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, რაც უკავშირდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს/ე.წ.სამხრეთ ოსეთს, საქართველოს მთავრობამ მოახერხა, შეემუშავებინა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა ამ რეგიონებთან დაკავშირებით.
დოკუმენტი, რომელიც ძალაში 2023 წლის მარტში შევიდა, ძირითადად ეხება თემებს შორის ნდობის შენებას და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიღმა დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვას. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში/ე.წ. სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას საქართველოსა და ევროკავშირის იმ ქვეყნების ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქცია შეღავათებით სარგებლობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად.
სტრატეგიის მიხედვით, შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის შეტანა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში/ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში. დოკუმენტის მიხედვით, ასევე წახალისებულია სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის ერთობლივი ბიზნეს-ინიციატივები, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გადასწვრივ მცხოვებ თემებს შორის.
გარდა ამისა, მსურს, გამოვხატო მხარდაჭერა ჟენევის პერიოდული საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელების იდეის მიმართ, რომელიც ემსახურება 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებას.
რაც შეეხება მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ წარმატებულ პრაქტიკებს, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ დაამტკიცა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის (WPS NAP) განხორციელების სამოქმედო გეგმა 2022-2024 წლებისთვის.
მისასალმებელია, რომ საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, ფასილიტაცია გაუწიოს დიალოგის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებით მიზნით საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
- ამ პროგრესის მიუხედავად, რჩება გარკვეული წუხილები არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ასევე იხსენიებენ კონკრეტული მანდატის მქონე სპეციალური პროცედურების ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ქვეყანას. გარდა ამისა, წუხილს გამოთქვამენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით, ოკუპირებულ (რედ.) აფხაზეთსა და ცხინვალზე/ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონზე შეზღუდულ წვდომასთან დაკავშირებით.
ამ მხრივ, ერთადერთ გამონაკლისს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი წარმოადგენს, რომლის მანდატი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გულისხმობს. შემაშფოთებელია პირობები, რომელშიც ცხოვრება უწევთ „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის“ მიმდებარედ მცხვორებ თემებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს. ასევე, უკიდურესად შეზღუდულია გადაადგილების უფლება და ხოლო ინფრასტრუქტურა - მოშლილი.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ცნობები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. „უკანონო კვეთის“ შედეგად ადამიანების თვითნებურად დაკავებების, ასევე, გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ. გარდა ამისა, შევნიშნე, რომ დეფიციტიურია მონაცემები თვითნებურად დაკავებული და მოკლული პირების შესახებ, ხოლო ამგვარი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიებების მექანიზმები არ არსებობს.
მსურს, გამოვხატო შეშფოთება „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ“ მავთულხლართების დამონტაჟებასთან დაკავშირებით და მოვუწოდო ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებს მათი დემონტაჟისკენ.
მსურს, მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თანამშრომლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და აგრეთვე, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, ოკუპირებულ (რედ.) აფხაზეთსა და ცხინვალთან/ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონთან, საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები თემებისთვის უსაფრთხო და კვაზინორმალური ცხოვრების უზრულვეყოფის მიზნით.
მსურს, მივესალმო 2022 წელს ადამიანის უფლებათა 2022-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცებას და მოვუწოდო ჩართულ მხარეებს მისი სრული განხორციელებისკენ. განსაკუთრებით, ეს ეხება ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე.
როგორც შეხვედრების დროს შევიტყვე, იძულებით ადგილნაცვალ პირებს ხელი მიუწვდებათ ჯანდაცვაზე და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე. გარდა ამისა, გამოყოფილია ფინანსური რესურსები მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, მაშფოთებს კონფლიქტის ხანგრძლივვადიანი მოგვარების მექანიზმების ნაკლებობა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული შესრულება.
სამოქალაქო სივრცე, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება
სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ქვეყანის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ხელისუფლების მიდგომა რეპრესიულია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უფლებადამცველები განიცდიან შიშსა და სტიგმატიზაციას. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებებს, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ხელშწემყობი გარემოს არსებობა, რათა ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატია, ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და კანონის უზენაესობა.
შიშისა და სტიგმატიზაციის განცდა განსაკუთრებით გამძაფრდა უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის ინიცირებით, რომელიც საბოლოოდ არ იიყო მიღებული.
- არსებული პოლარიზაციის ფონზე, მისასალმებელი იქნებოდა დემოკრატიული სივრცის გაფართოებისკენ მიმართული მცდელობები და მიზანმიმართული ქმედებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.
სასამართლოს დამოუკიდებლობა
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპი მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარანტორია, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში. ამ პრინციპის მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, შეშფოთებული ვარ იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ისმის.
განსაკუთრებით ეს ეხება იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნასა და კონტროლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მივესალმები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მცდელობებს და მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს ერთობლივად იზრუნოს ამ პროცესის დასრულებაზე.
ბრძოლა კორუფციის წიინააღმდეგ
ჩვენს მიერ გამართული დისკუსიებიდან იკვეთება უზარმაზარი პროგრესი კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით. ამ მხრივ, მივესალმები ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბებას. ბიურო წარმოადგენს დამოუკიდებელ უწყებას, რომლის მიზანია ფინანსური გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი სტრატეგიის მიღება უდავოდ მისასალმებელი ნაბიჯია. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ბიუროსთვის საჭირო ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა მისი საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერების, ეფექტიანი ფინანსური სისტემის დანერგვისა და მანდატის განხორიელებისთვის ბიუროს შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ანტიკორუფციული ზომები მიღებულია საჯარო მმართველობის სფეროშიც. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დაარსება, რომელიც გამოირჩევა მუშაობის ჰარმონიზებული მეთოდოლოგიითა და საჯარო სერვისების უსწრაფესი მიწოდებით. ამგვარი უწყების დაარსება წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის მაგალითს მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, მოვუწოდებ მთავრობას მიიღოს შემდგომი ზომები კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის რატიფიცრებისთვის, რომელსაც ქვეყანა 2008 წელს შეუერთდა.
წარმატებულ პრაქტიკებს შორის, მსურს განსაკუთრებულად გამოვყო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფუნქციონირება, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდუალური და პარტნიორული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ინიციატივის ფარგლებში გაიცემა გრანტები 7.000-დან 35.000-მდე ლარის ოდენობით სტარტაპ ბიზნეს იდეებისა და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური აქტივობების წახალისებისთვის.
სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობისა და განათლების მიღების შესაძლებლობებს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის მცხოვრებთათვის მათ შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების დაწესებულებებში.
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება
საქართველოს საკმაოდ კარგი ისტორია აქვს მდგრადი განვითრების მიზნების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურებულია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უწყებათაშორისი საბჭოს ჩამოყალიბებითა და მიზნების სამინისტროების პროგრამებში ინტეგრაციით. გარდა ამისა, ქვეყანამ წარადგინა 2020 წლის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ასაკისა და გენდერის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების ნაკლებობა, განსაკუთრებით ისეთ მიზნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება შრომის უფლებებს, გენდერულ პრობლემებს, სიღარიბესა და უმუშევრობას.
ახალგაზრდები
მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის 2023-2026 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება, მსურს მოვუწოდო ქვეყნის მთავრობას შეიმუშაოს და განახორციელოს მიზნობრივი ინტერვენციები მისი ამოქმედების მიზნით.