ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევს ეწვევა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, იტყობინება კომისიის პრესსამსახური.
„ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ევროპის დღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომისიას ოფიციალური ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
დღეს ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინაში ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ.
უკრაინამ ოფიციალურად, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის ფონზე გააკეთა. 2022 წლის ივნისში მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.