ვაჟა სირაძე: თუ აქციის მონაწილე კანონს დაარღვევს, სამართლებრივ ზომებს მივიღებთ

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომებს გამოიყენებენ. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

„სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, - განაცხადა სირაძემ.

დღეს თბილისში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა.

საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ.

„გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს.