ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა.
აჭარის მთავრობის სახლის წინ, შეკრებილები COVID19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირველ რიგში სურთ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს.
ისინი აცხადებდნენ, რომ გადაადგილების შეზღუდვას არღვევენ და ტერიტორიის დატოვებას დილამდე არ აპირებდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან ისმოდა ელექტრონული მუსიკაც, ახალგაზრდები შეზღუდვებს ცეკვით აპროტესტებდნენ.
აქცია თბილისშიც გაიმართა.
ამავე თემაზე: საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ.
„გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს.