დანიამ და შვედეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც გაზის დეფიციტის შემთხვევაში, ურთიერთდახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზის დეფიციტის ან შეფერხების შემთხვევაში, დანია დაეხმარება შვედ მომხმარებლებს, მათ შორის, დაახლოებით, 30,000 ოჯახს, საავადმყოფოებსა და საგანგებო სამსახურებს.
„შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ასახავს იმ დიდ სამუშაოს და თანამშრომლობას, რომელიც შევასულეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - განაცხადა დანიის ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორმა, კრისტოფერ ბოტცავმა.
მისივე თქმით, „ევროკავშირის ან სკანდინავიის რეგიონის არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ენერგომომარაგების კრიზისი მხოლოდ თავად გადაჭრას“.