ნიდერლანდები ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის F-16-ის გადაცემის შესაძლებლობას

ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას და ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან. ამის შესახებ Reuters-ი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის კომეტარზე დაყრდნობით წერს.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ სამშაბათს ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან შეხვედრისას განიხილავს ომში უკრაინის დაცვის აუცილებლობას.

„ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ F-16-ის საკითხს დანიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროპის ზოგიერთ სხვა მხარესთან, ისევე როგორც შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა რუტემ სან პაულოში ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს.

რუტემ 4 მაისს განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების საკითხზე ტაბუ არ არსებობს.