„ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინაში ტერორისტული სახელმწიფოს რაიმე რგოლს, რომელსაც ის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკონომიკის ან ჩვენი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ბლოკავს ტერორისტული სახელმწიფოს გავლენებს.
„დღეს სანქციების დღეა, დამტკიცდა 5 პაკეტი. ტერორისტული სახელმწიფოს ასობით ფიზიკური და იურიდიული პირი და რუსეთთან დაკავშირებული პირები, ყველა, ვინც რეალურად აწარმოებს ამ აგრესიას, ვინც იარაღს, საბრძოლო მასალას, აღჭურვილობას და ტექნოლოგიებს აწვდის ტერორისტებს ხელში, ხდება გლობალური იზოლაციის სამიზნე. ამისთვის ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან.