BBC-ის ცნობით, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელმა, აჰმედ იენერმა ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა და ბოლო ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 47,08% და საზღვარგარეთ ხმების 12,60%.
აჰმედ იენერმა უარყო ბრალდებები, რომ საბჭო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას აგვიანებს.
არ უპასუხა შეკითხვებს, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობდა.
მანამდე ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საბჭო გააკრიტიკა შედეგების მიწოდების დაგვიანების გამო.
შედეგებთან დაკავშირებით, პერიოდულად სხვადასხვა წინასწარი მონაცემი ვრცელდება.
თურქეთში ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ თავის პირველ საჯარო კომენტარში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადებისას სიჩქარე, ვიდრე დათვლა გრძელდება, ნიშნავს „ხალხის ნების“ უზურპაციას.