ელჩმა დეგნანმა უპასუხა კითხვას, აშშ განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია.
„საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რათქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.