უკრაინა ოფიციალურად შეუერთდა NATO-ს კოოპერატიულ კიბერ-თავდაცვის ცენტრს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა.
„დღეს [16 მარტს] უკრაინის ეროვნული დროშა ოფიციალურად აღიმართა ცენტრის შტაბ-ბინაში, ტალინში, რაც აღნიშნავს უკრაინის ოფიციალურ გაწევრიანებას CCDCOE-ში. მადლობას ვუხდით CCDCOE სპონსორ ქვეყნებს უკრაინის მოწვევისთვის და გამოვხატავთ განსაკუთრებულ მადლობას ესტონეთის მთავრობისადმი, რომელიც კიევის მხარდამჭერი იყო NATO-ს CCDCOE-სკენ მიმავალ გზაზე!”, - ნათქვამია სამიისტროს პოსტში.