სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში დაუდასტურეს.
ვიზიტის საბოლოო თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ხავიერ კოლომინა საქართველოში მიმდინარე თვეში ჩამოდის.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, საქართველოში იმყოფებოდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმ აპატურაი.
- NATO-ს დღის წესრიგში საქართველო ყოველდღიურად ძალიან მაღლა დგას - ჯეიმს აპატურაის გზავნილები თბილისში