რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა. 

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, დღევანდელი აქცია სიმბოლურად სწორედ გმირთა მოედანზე დასრულდება.

„ჩვენ თუ ბევრი აქტიური მოქალაქე არ გავხდით, ბევრი ქართული ხმა არ გავაგონეთ ამ რუსულ ხელისუფლებას, ისე გამორიცხულია ყველაფერი. ამიტომ ჩვენი ხვეწნა, მუდარა არის ის, რომ ყველა გახდეს ამ ქვეყნის მცველი. ყველა გახდით ამ ქვეყნის ჯარისკაცი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფებოდა. მედიაში ამ ცნობის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.