თურქეთის არჩევნებზე მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, მეორე ტურში ერდოღანს დაუჭირა მხარი

ულტრანაციონალისტმა სინან ოგანმა, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევმების მეორე ტურში, მოქმედ პრეზიდენტს დაუჭირა მხარი.

სინან ოგანმა ხმების 5,2 პროცენტით, ერდოღანს 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში პირველად არ მისცა შესაძლებლობა, გამარჯვება პირველივე ტურში მოეპოვებინა.

ის პარასკევს შეხვდა თურქეთის ლიდერს და ცალკე მოლაპარაკებები გამართა ოპოზიციის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს მოკავშირეებთან.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო ალიანსის კანდიდატს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, არჩევნების მეორე ტურში 28 მაისს”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.