ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის - ომის მიმდინარეობისას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა.
„ყველა აცნობიერებს, რომ შუა ომის დროს გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. კითხვა მდგომარეობს უფრო იმაში, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და რომ ნატო-ს მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის შეუერთდებიან ისინი და არა მოსკოვის. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ასევე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ. რადგან, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, წევრობის საკითხი განსახილველი არ იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.