რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის კონკურენტს: ნახვამდის ქემალ

"ჯერ კიდევ ველოდებით ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომ უპასუხოს შედეგებს, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

"ერთადერთი გამარჯვებული არის თურქეთი", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

"ნახვამდის, ქემალ", - აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, ერდოღანი იმარჯვებს.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით,  ერდოღანი ხმების 53.41%-ით უსწრებს მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელმაც 46.59% მოაგროვა.