ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დე ლეინი ევროკავშირის ქვეშნებს უკრაინისთვის ვაქცინის დოზების გამოყოფას სთხოვს. ინფორამაციას Euractiv-ი ავრცელებს.
" Covax-ის პლატფორმის მიღმა ვთხოვ ჩვენს წევრ ქვეყნებს, უკრაინას ვაქცინის ზედმეტი დოზები გადასცენ", - აცხადებს ფონ დერ ლეინი.
უკრაინა სხვადასხვა გზით ცდილობს ქვეყნისთვის საკმარისი დოზების მიღებას, მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმერ ზელენსიკიმ პოლონეთს უკრაინისთვის ზედმეტი დოზების გაღება სთხოვა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ ჯანმოს პლატფორმისგან დაპირებული და ჩინეთის მხრიდან შესყიდვული დოზებია ხელმისაწვდომი, რომელიც ჯერ ქვეყანას ჯერ არ მიუღია.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ხშირად გამოითქვა კრიტიკა, რომ მან ვერ შეძლო დასავლეთის მიერ შექმნილი პრეპარატის დარეზერვება, თუმცა ზელენსკი აცხადებს, რომ ჩინური პრეპარატის ეფექტურობის სჯერა.