პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს

პოლონეთმა და ლიეტუვამ ბელარუსიდან დიპლომატები გაიწვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საელჩოში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება ბელარუსის მთავრობამ მოითხოვა და ბელარუსიდან პოლონეთში 30 დიპლომატი ბრუნდება.

ოფიციალურმა მინსკმა ანალოგიური მოთხოვნა წაუყენა ლიეტუვასაც, რის გამოც ბელარუსიდან ვილნიუსში ხუთი დიპლომატი ბრუნდება. ბელარუსმა წინა კვირაში თავადაც გამოიწვია დიპლომატები ორივე ქვეყნიდან.

ცნობისათვის, ბელარუსი მეზობელ პოლონეთსა და ლიეტუვას ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.