ევროპის ქვეყნების 40 ლიდერის შეხვედრის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცეს NATO მეთვალყურეობს. სამიტი იმართება უკრაინის საზღვრის მახლობლად, რათა აჩვენონ კიევის მიმართ მხარდაჭერა.
იმ ფონზე, როცა უკრაინა ემზადება რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო კონტრიერიშისთვის, ევროკავშირის 27 და ევროპის სხვა 20 სახელმწიფოს შეხვედრა ტარდება უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარე სასახლეში.
2,6 მილიონიანი მოლდოვა ევროპის ერთ-ერთ უღარიბესი ქვეყანაა, რომელიც უკრაინასა და NATO-ს წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს უსაფრთხოებისა და საორგანიზაციო გამოწვევის წინაშეა.
Reuters-ის ცნობით, NATO თავის განცხადებაში განმარტავს, რომ საჰაერო მეთვალყურეობის და კონტროლის სისტემების თვითმფრინავები პირველ ივნისს მოლდოვის ცას უწევენ მეთვალყურეობას.
სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მოლდოვაში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.