ყაზახეთი საშუალოვადიან პერსპექტივაში აქტაუ-ბათუმის მარშრუტით ნავთობის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს.
ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყირგიზეთში ცენტრალური აზია-ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
თოყაევის თქმით, ასევე დაგეგმილია ტრანსკასპიური მარშრუტის მილსადენებით ამოტუმბვის მოცულობის გაზრდას.
ამავე სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას.
"ჩვენ ვავითარებთ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მაგალითად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტზე წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის გადატუმბვა", - განაცხადა თოყაევმა.
"ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტრანსკასპიური მარშრუტი დავუკავშიროთ ჩინურ - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივას. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სატრანსპორტო არტერიით დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა, რაც წლიდან წლმდე ორჯერ ზრდას ნიშნავს", - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
2023 წლის აპრილში, აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობა 60,5 ტონით - 75 პროცენტით გაიზარდა.