IRI: მოსახლეობაში ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქის შემდეგ გამყრელიძე სარგებლობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს. პატრიარქის მიმართ 89% არის კეთილგანწყობილი.

მეორე ადგილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 74%-ით იკავებს. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საზოგადოების 63%-სთვის არის მისაღები პიროვნება.

საზოგადოების 57%-სთვის თბილისის მერი კახა კალაძე არის ფავორიტი პიროვნება, ხოლო 53 %-სთვის ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძეა.

ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.