კახოვკის ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია - პაპუაშვილი

კახოვკის ჰესის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” - წერს პაპუაშვილი.

ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან მალევე გამოეხმაურა მომხდარს და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.