ჩვენ არ მივატოვებთ, დავეხმარებით უკრაინას - ჯო ბაიდენი კახოვკის ჰესის აფეთქებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.

 „ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“, - განაცხადა ბაიდენმა.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღის განმავლობაში, აფეთქებიდან  მალევე გამოეხმაურა კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებას და განაცხადა, რომ ტერორისტები უკრაინას ვერ შეაჩერებენ.

მოგვიანებით, „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე ვიდეოჩართვისას აღნიშნა, რომ რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.